საუბარს დავიწყებ იმ ადამიანებისადმი მადლობით, სიყვარულის გამოხატვით, ვინც 9 აპრილის ჯარისკაცები იყვნენ. ახლა ჩემს წინ სტუმრად იყო ადამიანი, [ირაკლი ქადაგიშვილი] რომელიც იყო სცენაზე 9 აპრილს და მე ვარ ადამიანი, სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი, რომელიც ვიყავი ხალხში. ძალიან ბევრმა, 9 აპრილის ჯარისკაცმა გულნატკენმა დამირეკა და მე მინდა მათ უთხრა: დამშვიდდით, ეს არის ჩვენი დღე. ვერავინ ვერ ამოშლის ამას ჩვენი გულიდან, ჩვენი ბიოგრაფიიდან და ჩვენ ვართ მართლაც სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და ყველა პროვოკაციას უნდა გავუძლოთ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

იგი დღეს, 9 აპრილს, თბილისში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„ისევე ვერ ამოშლიან ჩვენი გულიდან 9 აპრილს, როგორც დღევანდელი ამ პოლიტიკური პლატფორმის ლიდერშიპის ბიოგრაფიიდან ვერ ამოშლიან ჩვენი მოწინააღმდეგის, საბჭოთა სამხედრო მანქანის მხარეზე ყოფნას. დღეს დავინახეთ ერთი პოლიტიკურ პლატფორმის ადამიანები, რომლებიც თითქოს საშვებს გასცემდნენ, ვინ უნდა შესულიყო, ვინ უნდა გამოსულიყო, ვის ჰქონდა უფლება და ვის არა. [ვინ არიან] ამ პოლიტიკური პლატფორმის ლიდერები: მაგალითად ბატონი პაატა ბურჭულაძე: ჩვენ რომ ვიდექი 9 აპრილის ღამეს იქ სიცივეში, რომ არ დაგვძინებოდა, ხან „შავლეგოს“ ვმღეროდით, ხან სალაღობოს, ბატონი პაატა იყო რუსი ბანი და გორბაჩოვისთვის მღეროდა. ეს ის გორბაჩოვი იყო, რომელმაც თქვა, რომ ჭყლეტაში დაიღუპა ხალხიო. დღევანდელი დღის შემქმნელი ლიდერშიპიდან მეორე: სააკაშვილის ოჯახი, რომელიც პირდაპირ წარმოადგენდა საბჭოთა სამხედრო მანქანას, საბჭოთა კა-გე-ბეს თვალსაჩინო წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. კიდევ მათი ერთ-ერთი ლიდერი [მამუკა ხაზარაძე] იყო კომკავშირის მდივანი. დღევანდელი დღის ერთ-ერთი ლიდერშიპიდან ერთ-ერთი იცით, რომ 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შევიდა., ასეთი ადამიანების მიერ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმა დღეს იდგა და გასცემდა საშვებს. ამ ადამიანებს არც ბიოგრაფიული ბმა და არც იდეური არა აქვთ 9 აპრილთან, ისინი იდგნენ მოწინააღმდეგე მხარეს.

ჩვენ, ახალგაზრდები მივედით მაშინ რუსთაველის პროსპექტზე და აბსოლუტურად მშვიდობიანად ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას და ვითხოვდით დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესენი მიდიან რუსთაველის პროსპექტზე, და ითხოვენ ძალაუფლებას. დღეს ერთმა პოლიტიკურმა პლატფორმამ ჩაიგდო ხელში მთლიანად მთელი პროცესი და ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე გავედით ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველო მოვითხოვეთ და მერე მოვითხოვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა; ვიყავით ერთი პოლიტიკური ძალის და პლატფორმის ჰეგემონიაში და ვითხოვდით ახალგაზრდები ისეთ საქართველოს, სადაც იქნებოდა მრავალი პოლიტიკური ძალა, თავისუფალი აზრი და ადამიანებს შესძლებოდათ სხვადასხვა აზრის კონკურენციაში ჭეშმარიტი გზა ეპოვათ. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩემს მოწინააღმდეგესაც ჰქონოდა უფლება გამოეხატა თავისი აზრი. სხვათა შორის ევროპული ფორმულაა ასეთი – მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შენ გქონდეს უფლება იყო ჩემი წინააღმდეგი და ევროპამ გადაუხვია მერე ამ გზას. დღეს დავინახეთ, რომ იქ ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად ერთ აზრზე, რომლებიც ამბობდნენ, ვინც მე მინდა ის შემოვა და გავაო, და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს 9 აპრილის არსი ვერ გაუგიათ. ამიტომაც ვამბობთ, რომ როგორც ბიოგრაფიით, ასევე იდეურად ისინი აბსოლუტურად უცხო არიან ამ თარიღიდან. არსებობს თარიღები, არსებობს ადგილი და თემები, სადაც გახლეჩილი საქართველო უნდა შეხვდეს ერთმანეთს. თუ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა შეხვედრის ადგილს ვერ დაინახავს, იმის პერსპექტივა მომავალში არის ნული. ჩვენ რამდენიმე ასეთი ადგილი გვაქვს, მაგრამ ამ ადგილებს თავიდანვე ბრძოლა გამოუცხადეს, მაგალითად ეკლესია, რომელიც როგორც შეეძლოთ, ისე გასვარეს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს შეხვედრის თემა – ფეხბურთი და იცით რა დღეში ჩააგდეს ფეხბურთელები. 9 აპრილი არის ერთ-ერთი თემა საქართველოს შეხვედრის, ეს არის წმინდა თემა ყველასთვის და თუ პოლიტიკოსი ამას ვერ დაინახავს და თუ ამ შეხვედრის თემას ისინი მოსპობენ, მაშინ მათ საერთოდ პოლიტიკურ პერსპექტივაზე პრეტენზია აღარც უნდა ჰქონდეთ. ეს არის მათი დამარცხების ფორმულა და დღეს რაც მოხდა, მე ვთვლი რომ ეს დღე მათთვის იყო ძალიან წარუმატებელი“, – განაცხადა რაზიკაშვილმა.

არ გამოტოვო