JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში უკრაინას მოუწევს ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ რომ ამ სიტუაციას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

„რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და ცხადია, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერ გონივრულ ვადაში რუსების იძულება, დაბრუნდნენ 2014 წლის პოზიციებზე“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ დასძინა, რომ მოსკოვთან მომავალ მოლაპარაკებებში აუცილებელი იქნება იმის დადგენა, თუ რის დათმობას აპირებს რუსეთი.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ გავუწევთ სამხედრო დახმარებას რუსებს“, – დასძინა მან.

არ გამოტოვო