მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ფარაონი, მედუზა, კენგურუ და პანტერა.

მათ მაყურებელს საუკეთესო შოუები შესთავაზეს, რის გამოც, ჟიურის მოთხოვნის შემდეგ, ფინალში დაეტოვებინათ კენგურუ და მედუზა, შემოქმედებითმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ორივე კონკურსანტი პროექტში დატოვა. შედეგად, ისინიც ფინალში იმღერებენ.

ამდენად, ფინალში გადავიდა ოთხივე კონკურსანტი, რაც მეგაშოუს ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. პროექტის წესების შესაბამისად, დღეს ნიღაბი არავის მოუხსნია.

მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 12 თოჯინით.

არ გამოტოვო