South China Morning Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი შესაძლოა ერთმანეთს შემოდგომაზე შეხვდნენ.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ შეხვედრის ორი ვარიანტი არსებობს. პირველი ტრამპის ჩინეთში 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტამდე ჩასვლას ითვალისწინებს, მეორეს მიხედვით კი ლიდერები ერთმანეთს შესაძლოა უკვე სამხრეთ კორეაში, APEC-ის სამიტზე შეხვდნენ.
ვაშინგტონმა და პეკინმა ტრამპსა და სი ძინპინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული თარიღი ან ლოკაცია ამ დრომდე არ დაზუსტებულა.
Reuters-ი წერს, რომ ორი ქვეყანა ცდილობს მოლაპარაკებით დაასრულოს გამწვავებული ტარიფების ომი, რომელმაც გლობალური ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვები მნიშვნელოვნად დაარღვია.