შემდეგი ბრძოლა ივნისში იქნება, ასე მეუბნება UFC. სავარაუდოდ, შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ან პიტერ იანი ან შონ ო’მალი, – განაცხადა UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ისაუბრა საქართველოში შერეული ორთაბრძოლების დარბაზის აშენების საკითხზეც, რომლის გაკეთებასაც სახელმწიფოსგან პრემიის სახით მიღებული თანხით გეგმავს.

„სანამ ჩემპიონი გავხდებოდი, იცით, რომ დიდი გზა გავიარე და UFC-ში წაგებით დავიწყე. არც კი ვოცნებობდი ქამარზე, მთავარი იყო, შემდეგი და შემდეგი ბრძოლა მომეგო. შემდეგი ბრძოლა ივნისში იქნება, ასე მეუბნება UFC. სავარაუდოდ, მოწინააღმდეგე იქნება ან პიტერ იანი ან შონ ო’მალი. გავაკეთე ფონდი და მთლიანად იქ ჩავრიცხე [პრემიის თანხა], განაწილებას და გამოყენებას, მალე გაიგებთ, როგორ გავაკეთებთ”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილს UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ პრემიის სახით ერთი მილიონი ლარი გადაეცა.

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

არ გამოტოვო