ლიდერობა, შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება, გლობალური გავლენა და რეპუტაცია – „კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100 პროცენტიდან 61-პროცენტიანი შეფასება მიიღო. შესაბამისი კვლევა ევროკომისიამ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშგებებს ეყრდნობა.
რატი მეტრეველის სიუჟეტი.