მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გრძელდება. ეროვნული დღე იზეიმეს საბერძნეთში, ხორვატიასა და დანიაში.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში გამართა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა, თესალონიკში. ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა ხორვატიაში და კოპენჰაგენში.