თვითონ ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარისა და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებს არავინ უარყოფს და ამის ჩამორთმევა ყველანაირი საფუძვლის გარეშე არის დემონსტრაციულად ქვეყნის დასჯა.

„შესაძლოა იყოს ბრიუსელის მოთხოვნაში საკითხები, რომელიც ტექნიკურად შესრულებადია და რომელიც ობიექტური და ლოგიკურია, უბრალოდ იმდენად ყველაფერი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და სრულებით წარმოუდგენელი მოთხოვნაა დაყენებული კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ ვერც ვხვდები ტექნიკურად როგორ შეიძლება რიგი საკითხების შესრულების პროცესი დაეხმაროს მთლიანად ამ საკითხის გადაჭრას.

რაც მთავარია, თვითონ ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარისა და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხი. რისთვის უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი ეს ალბათ ადვილი მისახვედრია. ადვილი მისახვედრია ისიც, თუ რა არ გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში. იმ სიკეთეს, რაც ვიზალიბერალიზაციას ახლავს, რა თქმა უნდა, არავინ უარვყოფთ და სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს იყო ვიზალიბერალიზაცია მიღწეული და რა თქმა უნდა, ამის ჩამორთმევა ყველანაირი საფუძვლის გარეშე არის დემონსტრაციულად ქვეყნის დასჯა“,- განაცხადა წილოსანმა.

არ გამოტოვო