ნორვეგია მზად არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო დამატებითი სისტემების მიწოდება დააფინანსოს. ეს განცხადება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეერთებული შტატების ინიციატივის შესრულების დეტალები განიხილეს.

პრემიერები აცხადებენ, რომ კონკრეტულ გეგმას და სისტემების ჩანაცვლების პირობის შესრულებას შეერთებული შტატებისგან ელიან.

„ნორვეგია მზადაა მნიშვნელოვანი დამატებითი დაფინანსება გამოყოს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის და ახლა ჩვენ ვგეგმავთ ამის გაკეთებას გერმანიასთან. პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი შეთავაზების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ კარგი იქნებოდა შეერთებული შტატები ნათლად თუ განმარტავს, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში ნორვეგია მზად არის გაინაწილოს ხარჯები“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

არ გამოტოვო