ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე ეხმიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის პროდუქტიულობის 2025 წლის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც შრომის პროდუქტიულობის საპროგნოზო პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია და აღნიშნავს, რომ, როდესაც მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე წლის განმავლობაში ნარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება საექსპორტო პოტენციალი.
„როდესაც მაგალითად ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ზრდა ბოლო რამდენიმე წელია ეს ნიშნავს, რომ გვეზრდება საექსპორტო პოტენციალი, ანუ უფრო მეტი პროდუქცია იწარმოება, როდესაც ვსაუბრობ გაზრდილ ექსპორტზე ეს ნიშნავს, რომ მეტი მუშა ხელი სჭირდება ამ დარგს. ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ მაღალი ეკონომიკურ ზრდას, ვიღებთ მაღალ დასაქმების მაჩვენებელს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ და კონკურენტუნარიან შრომით რესურსს”, – განაცხადა ანგურიძემ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 5,86% გაიზრდება.