პაატა გაბრიელაშვილმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა ქართველი ჯარისკაცვების მონაცემების რუსეთის სპეცსამსახურებისთვის შესაძლო გადაცემის ფაქტებზე, რაც დიდ საფრთხეს უქმნის სამხედრო პირებს. ინტერვიუში პაატა გაბრიელაშვილი აღნიშნავს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ხშირად უხვდებიან ქუჩაში უცნობი პირები და მუქარის შემცველი სიტყვებით ესაუბრებიან, ამასთან რამდენჯერმე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ ერთ ერთი თავდასხმის დროს 2025 წლის 20 მაისს პაატა გაბრიელაშვილს ორი მანქანით უცხო პირები ეგრეთწოდებული ქართული ოცნების „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ და სცემდნენ აიძულებდნენ ,,ეღიარებინა“ რომ ახლო კონტაკტი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაბის ლიდერთან ლევან ხაბეიშვილთან და მასთან ერთად შეთანხმებით მოქმედებდა. -,,გააკეთე რასაც გეუბნებით, თქვი, რომ ხაბეიშვილის დავალებით ილაპარაკე თორემ ოჯახს გაგინადგურებთ“ მისივე თქმით თავდამსხმელები ორგანიზებულად მოქმედებდნენ. განაცხადა გაბიელაშვილმა საავადმყოფოს პალატიდან.
თვითმხილველის მონაყოლი:
ქუჩაში ისმოდა ყვირილისა და გინების ხმა, ადგილზე მისულებს კი ასეთი სურათი დაგვხვდა: – რამდენიმე გაურკვეველი პიროვნება უმოწყალოდ ურტყავდა წიხლით ძირს დაგდებულ მამაკაცს და თან ერთმანეთში საუბრობდნენ – ,,ახლა დაიმახსოვრებს როგორ უნდა ლაპარაკი“- ამ სიტყვების შემდეგ კი ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ. როგორც პაატა გაბრიელაშვილი ინტერვიუში აცხადებს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება 2024 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც ,,ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული იქნა კანონი გამჭვირვალობის შესახებ რის გამოც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდა. სწორედ ამ პერიოდში დაევალათ ჯარისკცებს შ ს ს-თან ერთად მიღოთ მონაწილეობა აქციის მონაწიელეების დარბევაში, რაზეც გაბრიელაშვილმა უარი განაცხადა. რის შედეგადაც მის მიმართ ხშირად ხდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასევე მუქარები მისი ოჯახის წევრების მიმართ.
როგორც პაატა გაბრიელაშვილის მეუღლე ციალა მეზვრიშვილი ამბობს მათ მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, ნერვიულობის ნიადაგზე კი მასაც შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორც საუბარში აღნიშნავს იმის გამო რომ მის მეუღლეზე სისტემის მხრიდან მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა სამედიცინო კუთხით არც მას ექცევა სათანადო ყურადრება. მიუხედავად იმისა, რომ აქვს მუდმივი თავბრუსხვევა რის გამოც ხშირად კარგავს გონებას.
ექსპერტის შეფასება:
უსაფრთხოების ანალიტიკოსი გიორგი კოპაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა შესაძლოა სისტემური პრობლემის ნიშანი იყოს:
„როცა მოქმედი სამხედრო, რომელიც კრიტიკულ კითხვებს სვავს, თავდასხმის სამიზნე ხდება, ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.ეს ნიშნავს რომ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად იქცა სამხედროების დაშინება, რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“.
პოლიტოლოგი ნინო სამხარაძე ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენებზე:
და ამბობს რომ ჯარისკაცები რომლებიც არ დაემორჩილნენ ხელისუფლების ბრძანებას ავტომატურად ხალხის მხარეს დგანან, ამის შემდეგ მათი დევნა ძალიან ლოგიკური გაგრძელება იყო ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სურს-ვინც გაბედავს წინააღმდეგობას დაისჯება.
უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,სამართლიანი საქართველო“ უკვე მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თავდასხმა:
„ეს არ არის უბრალო ჩხუბი. ეს არის შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, სამხედროებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ერთდროულად. თუ სახელმწიფომ არ გასცა მკაფიო პასუხი, მაშინ საფრთხე შეექმნება ყველა იმ ჯარისკაცს, ვინც ხმამაღლა ისაუბრებს“.
პაატა გაბრიელაშვილისა და მისი ოჯახის წევრების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად რომ სამართალდამცველების მიერ მოხდეს სწრაფი რეაგირება გამოავლინონ თავდამსხმელები და ყველა ის პირი რომლებიც მათ უკან დგანან დღემდე უშედეგოა.
ოფიციალური უწყებები კი ამ დრომდე დუმს.
პაატა გაბრიელაშვილი:
იმის გამო რომ 2024 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ხშირად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ზეწოლა, ვშიშობ ვერ გავუძლებთ, ამიტომ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით რაიმე სასიკეთო გადაწყვეტილებას მივიღებ.