კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას დედამიწის იშვიათი ლითონების შესყიდვის სახით კომერციული წინადადება შესთავაზა.

პესკოვის თქმით, იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ, ამერიკის დახმარების გაგრძელების შესახებ ტრამპის განცხადება კიევისთვის მხარდაჭერის ყიდვის შეთავაზებაა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ უმჯობესია ვაშინგტონი კიევს საერთოდ არ დაეხმაროს და ამით შეუწყოს ხელი ომის დასრულებას.

ცნობისთვის, ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ მას სურს უკრაინამ მიაწოდოს შეერთებულ შტატებს დედამიწის იშვიათი ლითონები ამერიკული დახმარების სანაცვლოდ.