უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ პლატფორმა X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხა. იგი გამოეხმაურა მარგუს ცაჰკნას განცხადებას, სადაც ესტონელმა მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირი ახლოსაა უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევასთან.
ახლახან წავიკითხე, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, უნგრეთისთვის ხმის უფლების შეჩერება მოითხოვა. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ფანატიკოსი ომის მომხრე ხმაა – უკრაინაში ომის გახანგრძლივებას უბიძგებს და ამავე დროს სხვებს ესკალაციის რისკების შესახებ ლექციებს უკითხავს,” – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ახლოსაა უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევასთან იმის გამო, რომ იგი ბლოკავს რუსეთის შესახებ გადაწყვეტილებებს.