მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და განათლების სისტემის რეფორმირება – ეს ის საკითხებია, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ესაუბრა.
შეხვედრა შაორის ახალგაზრდულ ბანაკში შედგა. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ბანაკი 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს. ვრცლად იხილეთ „ქრონიკის“ სიუჟეტში.