ლევან ნატროშვილმა წარმოგვიდგინა მისი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული გარკვეული მიგნებები, ძირითადად საუბრობდა სიუჟეტებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და ამ ანალიზს აკეთებდა, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას.

„რაიმე კონკრეტული მონაცემი, მაგალითად პირადობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სახელები და გვარები, უშუალოდ ვინ შეესწრო ამ ფაქტს, მოსყიდვასთან, ზეწოლასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიებას არ მიუღია.

მოწმე ძირითადად საუბრობდა სიუჟეტიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი საფუძველზე. რა თქმა უნდა „ისფედის“ მიერ მიღებული ინფორმაცია გამოძიებას შესწავლილი აქვს, გაანალიზებული მაქვს და ამის ირგვლივ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, გამოძიებამ დღევანდელი დაკითხვით კონკრეტული მონაცემები ვერ მიიღო“, – აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება გრძელდება. მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს უპასუხეს „საიას“ ხელმძღვანელმა და „ისფედის“ ხელმძღვანელის მოადგილემ. პროკურორის განცხადებით გამოკითხულებს არ წარუდგენიათ არცერთი ფაქტი, რომელიც ადმინისტრაციულ სასამართლოს არ განუხილავს.

არ გამოტოვო