„იმედის კვირამ“ თბილისის მერიის პროგრამით „ისწავლე და დასაქმდი“ შეიტყო, რომ ერთ-ერთი კოლეჯი შეფ-მზარეულის და კონდიტრის პროფესიის დაუფლებაში მსჯავრდადებულებსაც ეხმარებოდა.

შედეგად, გაჩნდა იდეა, საზოგადოებას ენახა, როგორ სწავლობენ პატიმრები ახალ პროფესიას. ასე აღმოჩნდნენ ელენე ცინცაძე და გიორგი ხითარიშვილი მეთექვსმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მომავალი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნეს და სხვადასხვა პროგრამასთან ერთად ექსკლუზიურად გადაიღეს ტიხრული მინანქრის კურსიც, რომელიც ახლახან დაიწყო.