პროფესიული უნარების სააგენტომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განახლებული ფუნქციების და მათი დაფინანსების ახალი კონცეფციის განხილვა.

შეხვედრა ინტერაქტიურად წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, ჩართულიყვნენ დისკუსიებში, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ დარგობრივი ორგანიზაციების განვითარებისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვან ასპექტებზე. თითოეული დარგის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, კონცეფციის დახვეწის პროცესში დაიგეგმა ინდივიდუალური კონსულტაციების გაგრძელება დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. მოწვეულმა ექსპერტმა, დოქტორმა მაიკლ აქსმანმა (GIZ), წარმოადგინა პროფესიულ განათლებასა და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში კერძო სექტორის ჩართულობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

პროფესიული უნარების სააგენტო GIZ-ის მხარდაჭერით განაგრძობს მუშაობას პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განვითარებაზე, რაც მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების ჩამოყალიბებას, სადაც როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ეტაპზე, აქტიურად იქნებიან ჩართული როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

არ გამოტოვო