„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დგას სიცრუეზე, ტყუილის ტირაჟირებასა და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ აგონიაში და ამ პოლიტიკურ პარტიას, შეიძლება ითქვას, რომ პულსი აღარ ესინჯება. ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ყველაფერ ამაზე არის ის წარმატება საერთაშორისო სასამართლოებში, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. 

ერთ-ერთ ტელეგრამ არხით გავრცელებული ცნობა, რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო თბილისში ჩამოდის, სიცრუეა.