ბათუმში 14 იანვარს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მაყვალა ზოიძეს ქრონიკის ჟურნალისტი ესაუბრა. როგორც ცნობილია საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ნაწილი და ჭერი სრულად დამწვარია . დაზიანებულ საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ზარალის ოდენობა დიდია. თვითმხილველების განმარტებით ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო
-სამაშველო სამსახური თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია. ამ დროისათვის მაყვალა ზოიძე სარეაბილიტაციო ცენტრში გადის მკურნალობას, მისი განცხადებით, ხანძარი მათ სახლში გამიზნულად გაუჩინეს სიძის მშობლებმა ჩემი ქალიშვილი თამილა ტარიელიძე 10 წელზე მეტია რაც ბესიკ შაინიძეს მეუღლეა, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, რის შედეგადაც შვილი არ უჩნდებოდათ. საბედნიეროდ თანამედროვე მედიცინამ შეძლო მათი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება და შეძლეს რომ ინვიტრო განაყოფიერებით შვილი ჰყოლოდათ. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი შვილის მისი ქმარ შვილის შევიწროების ამბავი .
–ვინ ავიწროებდა მათ ?
ჩემი სიძის ბესიკ შაინიძის მშობლები და ნათესავები, ისინი ისლამის მიმდევრები არიან და მათთვის ცოდვაა ინვიტრო განაყოფიერებით ბავშვის ყოლა. ეს არ იყო უბრალო შევიწროება. ამ ფაქტის გამო ჩემს შვილზე და მის მეუღლეზე რამდენჯერმე სასიკვდილო თავდასხმასაც კი ჰქონდა ადგილი. მიუხედავად იმის რომ პოლიციისთვის ეს ცნობილი, ყურადღება ნულის ტოლფასია. და თქვენთან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს. თამილა და ბესიკი იძულებულები გახდნენ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ, მაგრამ ბესიკის ოჯახი მათ მაინც ეძებდა, მე მათ ადგილსამყოფელი არ ვიცოდი სად იყო, მაგრამ გასულ წელს გავიგე და დეკემბერში წავედი ჩემი შვილის და შვილიშვილის სანახავად ევროპაში. იქიდან დაბრუნებულმა ჩემი შვილიშვილის სურათები ვაჩვენე რამდენიმე ადამიანს. და სწორედ ეს გახდა ცნობილი შაინიძეებისთვის.
ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე მათი ოჯახი დამადგა სახლში და მითხრა თუ არ ვეტყოდი ჩემი შვილის მისამართს ნაცრად მიქცევდნენ სახლს. მე ბუნებრივია მათ არაფერი არ ვუთხარი , და 14 იანვარს გამთენიისას ჩემს სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, სავარაუდოდ, მათ აალებული ცეცხლის გორგალი ქუჩიდან ესროლეს. მივეცი პოლიციას ჩვენებაც მაგრამ მათი იმედი არ მაქვს , რაც ამ ქვეყანაში ხდება მათი იმედი როგორ უნდა მქონდეს?!- აცხადებს მაყვალა ზოიძე.
პ.ს. შეგახსენებთ რომ განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს ინვიტრო განაყოფიერებაზე როგორც ისლამური თემი ასევე მართლმადიდებლური ეკლესიაც. ალბათ მკითხველს ახსოვს განსაკუთრებით მძიმე იყო, გასულ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხის ძირში მომხდარი ფაქტი, როდესაც ინვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ქააძეების ოჯახიდან დედას ჩვილი მოჰპარეს. დღემდე აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უცნობია ჩვილის ადგილსამყოფელი და მდგომარეობა.