ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 8.20%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 52.10 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 27.54%-ით გაიზარდა.

“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 14.12%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 40.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 28.87%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 2.50%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 12.30 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 559.22 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 5.49%-ით გაიზარდა.