რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბალისტიკური რაკეტით საცხოვრებელი მიკრორაიონს დაარტყეს. ამ დროისთვის უკვე 14 დაღუპულია, 50-ზე მეტი კი დაჭრილია“, – აღნიშნა ალექსანდრ ვილკულმა.