რუსეთის მიერ უკრაინაზე მასიური იერიშების ფონზე პოლონეთმა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიო ლოკაციური დაზვერვა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
ცნობას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის ავიაციის აქტიური მოქმედებების გამო დაიწყო პოლონური ავიაციის ოპერაცია პოლონეთის საჰაერო სივრცეში.