რუსეთმა მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნა დაიწყო, რომელშიც 150-ზე მეტი გემი, 120-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 15 ათასი სამხედრო მონაწილეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წვრთნა წყნარ და არქტიკის ოკეანეებში, ასევე ბალტიისა და კასპიის ზღვებში მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნის მიზანი არასტანდარტული ოპერაციებისთვის ფლოტის მზადყოფნის გამოცდაა.