პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი მკაფიოდ აცხადებენ რომ უკრაინა ნატოს წევრი არ იქნება, ეს საკითხი გახლავთ სწორედ კრიზისის საფუძველი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ჯეიმს კარდენმა.

„არ მგონია რომ არის რაიმე ნიშანი რაც გვაჩვენებს ტრამპის სურვილს ალიანსი გაფართოვდეს. პრობლემა ამერიკულ სისტემაში გახლავთ ის რომ ყოველ ოთხ წელიწადში ყველაფერი იცვლება.

3 წელიწადში ტრამპი აღარ იქნება პრეზიდენტი, შესაძლოა დემოკრატთა ადმინისტრაციის მობრუნება ვიხილოთ, მათ კი შესაძლოა ძველი მოთხოვნები ისევ წამოაყენონ საქართველოს წინაშე. ეს უნდა გახსოვდეთ“, – აღნიშნა ჯეიმს კარდენმა.

არ გამოტოვო