სოციალურ ქსელში მარიამ ჩხიკვიშვილი წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გურიაში სტიქიით დაზარელებულთა დასახმარებლად 10 ათასი ლარი გადარიცხა:

“ძალიან გახარებული ვარ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ამბავი. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი გადმორიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ახლა, ყველაზე მეტად სჭირდებათ. დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე. როგორც ვიცი, სხვა სოფლებშიც ასე დაეხმარა დაზარალებულ ოჯახებს. ხვიჩააააა, მადლობა, შენ ხარ სასწაული ადამიანი!”