საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ თურქმენეთის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხებში ალლაბერდი საფაროვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.
გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი შეკრებების გამართვას; ასევე, თურქმენ სპორტსმენებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში დაგეგმილ შეჯიბრებებსა და ტურნირებში.
შალვა გოგოლაძის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებასა და სპორტის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებას.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.