სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი უარყოფს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებას უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ვუჩიჩის თქმით, ეს საკითხი მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას უკვე განიხილა და ფაქტების გამოსაკვლევად სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.
მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სერბული თავდაცვის საწარმოები, ბელგრადის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას განაგრძობდნენ.