ეკონომიკური კოლაფსის მორიგი პროპაგანდა. აბსურდული პროგნოზის ავტორი კახა ხაზარაძეა. ამჯერად კრიზისს შემოდგომაზე აანონსებს. რეალური სურათი კი მკვეთრად განსხვავებულია.
მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ 2030-ი წლის ჩათვლით საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტი ერთადერთი არ არის, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღიარებს. ყველა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც პროგნოზებს აკეთებს, მხოლოდ მყარ, გადამოწმებულ და რეალობაზე დაფუძნებულ ანალიზს ეყრდნობა.
ხაზარაძის ეგრეთ წოდებული პროგნოზები კი, არ მართლდება და ამას არქივში შემონახული მისი განცხადებებიც მოწმობს.
ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი.