გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღო ყირიმი ობამასგან, სცადეს, უკრაინის მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? ტრამპი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებდა.
„სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი ვიყავი. მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარე ჯო ბაიდენისგან“, – დასძინა მან.