აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ დაასრულონ ომი უკრაინაში.
„ისინი [ევროპის ქვეყნები] ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში არიან. მათ არ იციან როგორ დაასრულონ ომი. ვფიქრობ, მე ვიცი, როგორ დავასრულო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“ ფეიკის მიუხედავად, მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. მას სურს ომის დასრულება. და ვფიქრობ, რომ ის უფრო გულუხვი იქნება, ვიდრე უნდა იყოს“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.