J

ვერ გეტყვით, სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება, მაგრამ ამას დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის სხვანაირად უპასუხებს, თუ აღმოაჩენს, რომ პუტინი აშშ-ს ატყუებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები, მან განაცხადა, რომ არ სურს სამშვიდობო შეთანხმების შანსების „ჩაშლა“ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.