ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება“, ხოლო აშშ-ისთვის „იშვიათი წიაღესეულის შესახე შეთანხმება“ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, აშშ შეეცდება, უკრაინას რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაუბრუნოს შეთაბხმების ფარგლებში.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ურთიერთობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ცოტა დაძაბული გახდა“.