JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე „ძალიან, ძალიან წარმატებული“ იყო.

„როგორც მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასიური ზუსტი დარტყმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტებზე და ეს იყო ძალიან, ძალიან წარმატებული. ამას განადგურება ეწოდა. დედამიწაზე ვერც ერთი სხვა სამხედრო ძალა ვერ შეძლებდა ამას, და ახლა ამერიკული ძალის ამ წარმოუდგენელმა გამოვლინებამ გზა გაუხსნა მშვიდობას ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმებით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.