აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ხელი მოაწერა სავაჭრო გარიგებას ჩინეთთან და ახლა ინდოეთთან შეთანხმების ხელმოწერას ელოდება.
„ჩვენ ხომ გუშინწინ მოვაწერეთ ხელი ჩინეთთან [შეთანხმებას], არა? ახლახან მოვაწერეთ ხელი ჩინეთთან [შეთანხმებას]… რამდენიმე შესანიშნავი გარიგება გვაქვს. გვაქვს ერთი, შესაძლოა, ინდოეთთანაც, ძალიან დიდი, ვაპირებთ ინდოეთის [ბაზრის] გახსნას [აშშ-ის საქონლისთვის]“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.