უკრაინას სჭირდება მშვიდობა ძალის მეშვეობით, უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებდა ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს აშშ-ს.

„უკრაინას სჭირდება მშვიდობა ძალის მეშვეობით. ევროპას სურს მშვიდობა ძალის მეშვეობით. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ არის ერთგული მშვიდობისა ძალის მეშვეობით. ასე რომ, მჯერა, ერთად მუშაობით ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ამ სამართლიან და მდგრად მშვიდობას”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

არ გამოტოვო