სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა 9 მაისის აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული“.

„მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. კალასის გაფრთხილება არის შანტაჟი თუ განცხადება, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დავისჯები? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია და არა 1939“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

„კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება დებატები ევროკავშირში დემოკრატიის ბუნების შესახებ. იმის შესახებ, თუ რა მოხდა რუმინეთში ან საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რა არეულობას აწყობს დასავლეთი საქართველოში ან სერბეთში. […] ქალბატონო კაია, მსურს გაცნობოთ, რომ ვარ სუვერენული ქვეყნის – სლოვაკეთის – ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი. ვერავინ ვერ დამავალებს, სად უნდა წავიდე ან არ წავიდე. მე ჩავდივარ მოსკოვში, რათა მივაგო პატივი წითელი არმიის ათასობით ჯარისკაცს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სლოვაკეთის გათავისუფლებისთვის. ისევე როგორც მილიონობით სხვა მსხვერპლს, რომლებიც ნაცისტების სისასტიკემ შეიწირა“, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

არ გამოტოვო