გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საქონელზე 15-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას, სერიოზულ უარყოფით შედეგებს მოუტანს გერმანიის ეკონომიკას.

„ამ ტარიფების შემოღება გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, შედეგები მხოლოდ გერმანიასა და ევროპას არ შეეხება.

„ტარიფები ზეგავლენას მოახდენს ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაზე მთლიანობაში“, – გააფრთხილა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მისი აზრით, საბაჟო გადასახადები კიდევ უფრო დააჩქარებს ინფლაციას თავად შეერთებულ შტატებშიც.

არ გამოტოვო