უნგრეთში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენებმა მოკლე პროგრამაში 69,18 ქულა დაიმსახურეს, თავისუფალი პროგრამით კი ისინი 1 მარტს გამოვლენ.
შარშან ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს.
ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.
გუშინ ამავე ტურნირზე ინგა გურგენიძემ მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავისუფალი პროგრამით ისიც 1 მარტს იასპარეზებს.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.