საქართველოსა და საბერძნეთს შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაშია.

ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მართვის მოწმობები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

ასეთივე შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს ესპანეთთან და ირლანდიასთან. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ „ქრონიკის“ სიუჟეტში.