გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც გიორგი ბაჩიაშვილმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა.
საინტერესოა რუსული პასპორტის გაცემის თარიღი – ეს არის 2024 წელი, მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი და ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა.