JPG resized with https://ezgif.com/resize

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

„დღეს ვუმასპინძლე უკრაინელ ვეტერანებს ლგბტ თემიდან. ფრონტის ხაზზე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და წინააღმდეგობაში სხვაგვარი მონაწილეობით, ეს უკრაინელები უკრაინის დაცვას ეხმარებიან. ისინი ასევე წარმოადგენენ იმ თავისუფალი ღირებულებების ცოცხალ განსახიერებას, რისთვისაც იბრძვის უკრაინა“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.

„ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ საზოგადოების უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა, ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ამის შესრულებას გულმოდგინედ დააკვირდება“, – დასძინა მან.

არ გამოტოვო