შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად,“, – განმარტეს შსს-ში.
საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და ის თუ ვინ რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას მოგვიანებით გახდება ცნობილი.