ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება – ამ მუხლით პოლიციამ მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
დაზარალებულის მდგომარეობა დამძიმდა და ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმებმა მას მრავალი დაზიანება, ტვინის შერყევა და სახის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.
მაკო ლორთქიფანიძის სიუჟეტი.