მსჯავრდადებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. პროცესის პარალელურად სასამართლოში დაპირისპირება იყო.

არ გამოტოვო