ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიამ 2022 წლიდან დაიწყო.
ეტაპობრივად ჩანაცვლდება ავარიული, უსახური კორპუსები ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი შენობებით, რაც ასევე ნიშნავს მოწესრიგებულ მიწისქვეშა პარკინგს, დასასვენებელ სივრცეს კორპუსის ეზოში, საბოლოოდ კი მოქალაქეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.
„იმედის კვირა“ და თბილისის მერია აგრძელებს რეპორტაჟების ციკლს – „ხაზზეა მოქალაქე“.
ჟურნალისტი ელენე ცინცაძე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას გაგაცნობთ.