ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ლიგა 1-ის შეხვედრა 3 – 2 მოიგეს. კვარაცხელიამ კი 68 წუთი ითამაშა, 1 საგოლე პასი შეასრულა და თანაგუნდელებს შორის თამაშს ყველაზე ხშირად ამწვავებდა.

მასპინძლების შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე ცვლილებაზე მე – 80 წუთზე გამოჩნდა და ხვიჩას მსგავსად, მანაც საგოლე პასი შეასრულა.