თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ცენტრალური ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც. განახლებულ აუდიტორიებში ქართულ ენაში მომზადების (1+4 )პროგრამის სტუდენტები ისწავლიან.

ამასთან, ასევე, დასრულდა თსუ-ის მე-11 კორპუსის სამი აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

არ გამოტოვო