მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელის აღდგენა სწრაფად ხდება, რაც დაკავშირებულია ოზონის დამშლელი ქიმიური ნივთიერებების კლებასთან.

„ჩვენ მივიღეთ ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოზონის ხვრელი ანტარქტიდაში იხურება. ეს პირველი კვლევაა, რომელმაც ჩვენ რაოდენობრივი მაჩვენებლები მოგვცა, რათა ოზონის ხვრელის აღდგენაში დავრწმუნებულიყავით. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა“, – განაცხადა კვლევის ავტორმა სუზან სოლომონმა.

ანტარქტიდის თავზე საშიში ხვრელის გაჩენის შესახებ ინფორმაცია მეცნიერებმა 1970-1980 წლებში გაავრცელეს. მიზეზად კი ქლორდიფტორმეთანის (CFC) გავრცელებას ასახელებდნენ.

1987 წლიდან მსოფლიოს 197 ქვეყანამ მონრეალის პროტოკოლს მოაწერეს ხელი, რომელიც ოზონის დამშლელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისგან უარის თქმას ითვალისწინებდა. მეცნიერებს დასჭირდათ 15-წლიანი დაკვირვება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ოზონის ხვრელის დახურვის პროცესი ბუნებრივ მოქმედებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ ადამიანების ეკოლოგიაზე ზრუნვისკენ ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯის შედეგია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე მთლიანად აღდგენას დაახლოებით ათ წელიწადში შეძლებს.

არ გამოტოვო