აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოს არის კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან.

„ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმების მონახაზს მივუახლოვდით. იმედი მაქვს, შეთანხმების მონახაზს მივაღწევთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ ის ომის მოგვარებას ცდილობს, რათა შეაჩეროს მკვლელობები ბრძოლის ველზე და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში დახარჯული ფული დააზოგინოს.