,,მადლიერების ნიშნად, მიმდინარე წლის ბოლომდე ექიმებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის გურჯაანის მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება.”-აღნიშნულ ინფორმაციას გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ავრელებს.

,,გლობალური პანდემიის მიმდინარეობისას, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების მიმართ, ჩვენი გაერთიანების მიერ გამოხატული მადლიერების ნიშნად, მიმდინარე წლის ბოლომდე, მედიცინის სფეროში დასაქმებული ყველა პირისთვის, ჩვენს გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება.

დიდ მადლობას ვუხდით ყველა ექიმს, საპატიო და რისკის შემცველი საქმის შესრულებისთვის.”

 

2 მარტიდან დამთვალიერებელთათვის გაიხსნება შემდეგი მუზეუმები: გურჯაანის დიდების მემორიალი, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, სოფელ ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი, ბაკურციხის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი, კარდენახის იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი და ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი.